суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის V დღე

გავეცანით შესრულებულ დავალებებს , გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. მივიღეთ რჩევები ტრენერისგან. ყოველივე ეს დამეხმარა პროექტზე მუშაობის დროს.  მიხარია რომ თანდათან გავერკვიე და დასრულებულ სახეს იღებს სამუშაო.
ტრენინგის IV დღე

განვიხილეთ შესრულებული სამუშაო.მოვისმინეთ ლექცია თუ როგორი უნდა იყოს მიმართულების მიმცემი კითხვების რუბრიკა და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
 ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე და შეფასების ტიპებზე, განვიხილეთ პროექტის შეფასების გეგმა.

пятница, 18 марта 2016 г.

ტრენინგის III  დღე

განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენების როლზე სასწავლო  პროექტზე მუშაობისას.
პროექტის მიზნის დასახვა 21 საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ესგ-ს მიხედვით
გავეცანით პროექტის საკვანძო კითხვების პრეზენტაციას . ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გამიჯვნა - შეპირისპირებაზე. მოვხაზეთ კითხვები და საკითხები, რომლებიც დაგვეხმარება საინტერესო და შინაარსიანი პროექტის  დამუშავება -განხორციელებაში. 
ტრენინგის I-II დღე

გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და ამოცანებს.შევქმენით პორტფოლიოში  არსებული საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.ვიმუშავეთ ბლოგზე.